სიახლეები
სიახლეები

გაიცანით, სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატზე გულშემატკივართა სიმპათია დაიმსახურეს
05-06-2024
-
+


ნიკოლოზ ხუხელიძე, საბა მარსაგიშვილი და ოთო ავსაჯანიშვილი კლასელები, სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებიც „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით მონაწილეობდნენ. 

მართალია, პირველი ადგილი ვერ დაიკავეს, თუმცა საზოგადოებას თავი გამჭრიახობითა და აქტიურობით დაამახსოვრეს. მოსწავლეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მათთვის „ეტალონში“ მონაწილეობა ის საინტერესო გამოცდილება იყო, რაც ყოველთვის გამოადგებათ. მეტიც, ამბობენ, რომ ახლა უფრო მოტივირებულები არიან და მომავალ წელს მხოლოდ გამარჯვებას განიხილავენ. 

გარდა სკოლაში სწავლისა, ბიჭები არაერთ წრეზე დადიან, განსხვავებული ჰობი აქვთ და საკუთარი თავის განვითარებას დიდ დროს უთმობენ. კლასელებს etaloni.ge დაუკავშირდა და მათ შესახებ მეტი ინფორმაცია მოვიპოვეთ.

ირკვევა, რომ ნიკოლოზ ხუხელიძეს სხვადასხვა ინტერესი აქვს. ის გარდა სკოლისა, კლდეზე ცოცვასა და ცეკვაზეც დადის. ამბობს, რომ სპორტს სერიოზულად, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. თუმცა, როდესაც მის მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ მოსწავლეს საკუთარი ქვეყნისა და პირველ რიგში, ყაზბეგის სამსახურში ყოფნა სურს. ამიტომაც უნდა, რომ პოლიციელი გამოვიდეს. ყველაფრის გათვალისწინებით, გასაკვირი სულაც არაა, რომ პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალულ მოსწავლეს, სასკოლო საგნებიდან ყველაზე მეტად ისტორია უყვარს. ამის მიზეზი მისი მასწავლებელიცაა.

„სკოლის საგნებიდან, ალბათ, ასე ვერც ერთს გამოვყოფდი, მაგრამ მაინც ისტორიას დავასახელებ, მასწავლებლიდან გამომდინარეც. ის გაკვეთილს ძალიან კარგად გვიხსნის. მინდა, რომ პოლიციელი გამოვიდე, გზაზე რომ დგანან ისინი. მინდა, ქვეყნისა და მთელი ყაზბეგის სამსახურში ვიყო“,- თქვა მოსწავლემ.

ნიკოლოზ ხუხელიძე „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მონდომებით ჩაერთო. ამბობს, რომ უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდა, ღელავდა თავადაც და მთელი გუნდიც. მისი აზრით, გამარჯვებაში ხელი სწორედ ამ ფაქტორმა შეუშალა.

„სანამ „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დაიწყებოდა, მთელი გუნდი ღელავდა, კაპიტნობაზე თავს იკავებდნენ, პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ იღებდა. ბოლოს, გადავწყვიტე, რომ კაპიტანი მე ვყოფილიყავი. ყველა ძალიან ვღელავდით, რადგან ეს ჩვენი სკოლისთვის ბევრ რამეს ნიშნავდა. დაბნეულები თავიდანვე არ ვყოფილვართ, მოსაგებად განვეწყვეთ, მაგრამ ბოლო 3 შეკითხვაზე მთელი გუნდი ღელავდა და ვეღარც ვფიქრობდით. ვფიქრობ, რომ გამარჯვებაში ხელი ნერვიულობამ და ჩვენმა სწრაფმა მოქმედებამ შეგვიშალა. ეს ჩვენთვის კარგი გამოცდილება იქნება, თუ კონკურსი მომავალ წელსაც გაიმართება, წლევანდელ შეცდომებს გავითვალისწინებთ და გამოვასწორებთ. ჩემი აზრით, მომავალ წელს მოვიგებთ“,- ამბობს ნიკოლოზი.

ნიკოლოზ ხუხელიძის მსგავსად, კონკურსი დადებითად შეაფასა საბა მარსაგიშვილმაც. მისი თქმით, „ეტალონში“ მონაწილეობით გაიგო, რომ არასდროს უნდა დანებდეს და მიზნის მისაღწევად იბრძოლოს.

„ეტალონში“ მონაწილეობით გავიგე ის, რომ შეიძლება რაღაც არ გამოგივიდეს, მაგრამ არ უნდა დანებდე და შენი საქმე მაინც უნდა გააგრძელო.

ეს კონკურსი ჩემთვის ძალიან საინტერესო, შემეცნებითი იყო, რომელმაც მხიარულად ჩაიარა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბევრი რამ ვისწავლე, ვიხალისე და მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე.“

მომავალ პროფესიაზე საბა მარსაგიშვილსაც ნაფიქრი აქვს, თუმცა, ჯერჯერობით, ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა. ცხოველები ძალიან უყვარს, ამიტომაც გული ვეტერინარობისკენ მიუწევს, რათა საყვარელი არსებების დახმარება შეძლოს.

„მომავალში რა პროფესიას ავირჩევ, გადაწყვეტილი არ მაქვს, მაგრამ სპორტზე დავდივარ და შეიძლება სპორტს გავყვე. ასევე, შეიძლება ვეტერინარი ან ექიმი გამოვიდე. ძალიან მიყვარს ცხოველები, მათთან ურთიერთობა. ამიტომ, ბუნებრივია, მეც ბევრი ცხოველი მყავს. გარდა სკოლისა, ჭიდაობაზე დავდივარ და ინგლისურზე“,- ამბობს საბა. 

მეშვიდეკლასელმა ოთო ავსაჯანიშვილმა ზუსტად იცის, რომ მომავალში კარგი კარიერა უნდა ჰქონდეს. არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიას აირჩევს, აპირებს, რომ ყველაფერში წარმატებული იყოს. ეს კი მის მიზანდასახულობასა და შრომისმოყვარეობაზე მიუთითებს. ახლა, სკოლის პარალელურად, ჭიდაობაზე დადის, თუმცა ჯერ მასაც არ მოუფიქრებია ცხოვრებას კონკრეტულად რომელ სფეროს დაუკავშირებს. ოთოსთვის არც დროის სწორად დაბალანსებაა პრობლემა.

„გარდა სკოლისა, ჭიდაობაზეც დავდივარ, ძალიან მომწონს და მაინტერესებს, თუმცა ჯერჯერობით არ მომიფიქრებია რა პროფესიას დავეუფლები. ვიცი, რომ კარგი კარიერა უნდა მქონდეს. ვარჯიშსა და მეცადინეობას წარმატებით ვაბალანსებ. ჯერ სკოლაში დავდივარ, მერე ჭიდაობაზე და სახლში მოსვლისას ვმეცადინეობ - ყველაფერს ვასწრებ“,- გვეუბნება ოთო ავსაჯანიშვილი.

რაც შეეხება „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს, ეს პროექტი სამივესთვის უდიდესი გამოცდილება და მნიშვნელოვანი მოტივაცია აღმოჩნდა.

„მიუხედავად იმისა, რომ „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში პირველი ადგილი ვერ დავიკავეთ, ეს მაინც საინტერესო გამოცდილება იყო, ბევრი ახალი რამ გავიგეთ“,- აღნიშნა მოსწავლემ.

აშკარაა, რომ სამივე მოსწავლე შრომისმოყვარეობითა და აქტიურობით გამოირჩევა. მათ, ზოგიერთ ასპექტში, სხვადასხვა ინტერესი აქვთ, თუმცა რაც უდაოდ აერთიანებთ ეს მიზანდასახულობა, სისხარტე და სამშობლოს სიყვარულია. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე

მაღალმთიანეთის სკოლებში მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსების ოდენობები ცნობილია

2025 წლის პირველ სხდომაზე საბჭო სკოლების ავტორიზაციისა და მონიტორინგის შედეგებს განიხილავს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება