მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში წელს განხორციელდა მეტად საინტერესო პროექტი „მასწავლებლები განახლების სკოლიდან“, რომელიც პედაგოგთა განსხვავებული რაკურსით წარმოჩენასა და მათ უკეთ გაცნობას ემსახურებოდა.
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, პროექტის მონაწილეებმა ბოლო შეხვედრა გამართეს.
რუბრიკის ბოლო სტუმარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ, პროექტის იდეის ავტორი, მოქალაქეობის მასწავლებელი დარიკო მელაძე, რომელიც აუდიტორიის წინაშე სხვა რაკურსით წარდგა, ხელმძღვანელმა პროექტის ბოლო რესპოდენტის რანგში გულახდილად ისაუბრა არა მხოლოდ კარიერაზე, არამედ არაერთ საინტერესო თუ აქტუალურ საკითხზე.
პედაგოგი 1974 წლის 27 მაისს დაიბადა, განათლება მიიღო ხულოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სემინარიაში, დაწყებითი კლასის მასწავლებლის კვალიფიკაციით.
დაასრულა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, მიმართულება: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
აღსანიშნავია, რომ 1998-2016 წლებში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო, 2007 - 2016 წლებში კი, ამავე სკოლის დირექტორი გახლდათ. ამჯერად, განახლების საჯარო სკოლაში მოქალაქეობის მასწავლებელია და ამავდროულად, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრი.
მისი საყვარელი პოეტი მირზა გელოვანია, მეგობრებს მათ უწოდებს, ვინც არასოდეს გვტოვებს, მისთვის საფიცარია შვილები, საყვარელი ფერია წითელი, მისი ზოდიაქოა ვეფხვი, ტყუპები.
აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე მასწავლებლები გახლავთ: ქეთევან დეკანაძე, თამილა დავითაძე, ხათუნა დეკანაძე, დარიკო მელაძე, მოსწავლეები კი: ლუკა იაკობაძე,ნინი ბოლქვაძე, მარად ართმელაძე.
გიზიარებთ ინტერვიუს უცვლელად:
- რატომ „დაროს მარგალიტები“ ?
- მინდა გითხრათ, რომ პროექტში ჩართულმა მონაწილეებმა თავად აღიარეს, „ჩემი მარგალიტები“, რომ არიან. ყველა მონაწილე თავისი თვისებით, უნარებით, შესაძლებლობებით მართლაც ნამდვილი მარგალიტია. პირველსავე შეხვედრის დროს ვიგრძენი, მენდობოდნენ. მე ვერ ვუღალატებდი ამ ნდობას. ვაღიარე მათი შესაძლებლობები, ხელები მჭიდროდ ჩავკიდეთ ერთმანეთს და ყველა შეხვედრის დროს თანაბარი ძალებით ვშრომობდით. მასწავლებლების გუნდი-ენერგიული, დაუღალავი, შემოქმედებითი თუ სხვა სოციალური უნარებით შემკული სამი გოგონა. ისინი იმედის თვალით მიმზერდნენ. პასუხისმგებლობა თავიდანვე გავიაზრე. ვიცოდი, ჩვენ ერთად საუკეთესო პროდუქტს შევქმნიდით.
პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმაც უდიდესი პასუხისმგებლობით გაართვეს დავალებებს თავი. ამ ერთწლიანმა გამოცდილებამ, ვფიქრობ, მათ იმაზე მეტი მისცა, ვიდრე თავიდან ვფიქრობდი. მიხარია მათი წარმატება. მჯერა, სამომავლოდ ამ გამოცდილებით ისინი სხვადასხვა დროს საუკეთესო შედეგების დადებას შეძლებენ.
- მხოლოდ ფინჯანი ყავა?
- ჩვენ თავიდანვე ვცდილობდით შეხვედრების დროს შინაურული გარემო შეგვექმნა. გვესაუბრა გულახდილად და ალალად. ფინჯან ყავასთან ერთად ადამიანი ხომ თავს შინაურულად გრძნობს. შეხვედრების დროს მივირთმევდით ყავას რესპოდენტებთან ერთად. ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე. კურიოზებიც უამრავი გვქონდა. დაბნეულობის მომენტებიც. ვიცინოდით, გვიტირია კიდეც. მაგრამ მთავარი: ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული და გუნდურობა არასოდეს დაგვიკარგია.
- იყო მასწავლებელი, ნიშნავს.?
კარგი მასწავლებლობა უპირველესად - ბავშვების, საკუთარი საქმის, ქვეყნის და მომავლის სიყვარულია. შენი ფიქრები, ზრუნვა, სიყვარული თანაბრად უნდა გადაუნაწილო შენს მოსწავლეებს. საკუთარი მაგალითებით უნდა ასწავლო, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს პიროვნებად. შეცდომებზე ფრთხილად მივუთითოთ. ვასწავლოთ როგორ ისწავლოს დაცემის შემდგომ წამოდგომა, პატივისცემა, აღიარება, თანადგომა. სხვადასხვა უნარები განუვითაროთ.
მასწავლებელს ყველაზე ძვირფასი რამ, შვილი გვანდეს. უსიტყვოდ გვთხოვეს, აღვზარდოთ მოქალაქეებად. მისია,რომელიც უფლისგან დაგვეკისრა საპასუხისმგებლოა.
- რა არის თქვენი ძლიერი და სუსტი მხარე?
- ყველა ადამიანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარე. გამონაკლისი ვერც მე ვიქნები. ჩემში ალბათ ყველაზე მეტი სიძლიერე ის არის, რომ არასოდეს ვფიქრობ: „ეს დასასრულია!“ მუდმივად ვბრძოლობ, ყოველთვის მაქვს იმედი და არასოდეს ვნებდები.
- სუსტი მხარე...
- გულჩვილი ვარ. ცუდი შედეგების დროს მგონია, რაღაც ისე ვერ გავაკეთე, როგორც უნდა გამეკეთებინა და თავს ვიდანაშაულებ.
- თქვენ შეგიძლიათ სამყარო უკეთესი გახადოთ, ეს ნიშნავს, იმას რომ...
- მუდმივად აკეთო კარგი საქმე. ეცადო მაინც. სამყარო მაშინ იქნება უკეთესი, როცა ადამიანები ერთმანეთის სიყვარულს უანგაროდ ვისწავლით. მიტევება შეგვეძლება, არასოდეს ვისაუბრებთ ჩვენს გაკეთებულ, კეთილ საქმეებზე, დაე მათზე სხვებმა ისაუბრონ.
- როგორ ფიქრობთ, დედამიწას მართლა სიყვარული ატრიალებს?
- აუცილებლად!
- დედამიწას ნამდვილად სიყვარული ატრიალებს. ოღონდ არავინ იცის ვის რა ძალა აქვს ამ სიყვარულის გამოსახატავად. რომ არა სიყვარული კაცობრიობა ვერ მოვიდოდა დღევანდელობამდე.
- საყვარელი ფრაზა?
- „ენდე და დააფასე ის ადამიანები, ვისაც შენში შეუძლია 3 რამის დანახვა: სევდის-ღიმილის მიღმა,სიყვარულის-სიბრაზის უკან და სათქმელის-დუმილის დროს“
- მადლობა?
- მადლობას უამრავ ადამიანს ვეტყოდი. უპირველესად, ჩემს მშობლებს. რადგან, სწორედ მათი დამსახურებაა ის, როგორიც დღეს ვარ. მადლობა ჩემს ოჯახს. რომ არა, ხელშეწყობა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ვერასოდეს შევძლებდი კარიერულ წინსვლას. მადლობა, ჩემს დედმამიშვილებს, იმისთვის, რომ მუდამ გვერდით მიდგანან და მაძლიერებენ.
მადლობა შვილებს სიყვარულითვის. მადლობა თქვენ, ჩემს პატარა გოგო ბიჭებს. ადამიანებს ცხოვრების ყველა ეტაპზე გვჭირდება თანადგომა. იმ ადამიანს, ვინც ერთხელ მაინც დამხმარებია, მოუსმენია, გაუგია, უგვრძნია ჩემი განცდები და ემოციები მადლობა ყველას. არაფერი არ იკარგება,ყველა სიტყვა თუ ქმედება მეხსიერებაში ილექება და საჭირო დროს გვახსენდება.
- თქვენ, როგორც ამ პროექტის იდეის ავტორი, როგორ შეაფასებდით ამ პროექტს, მიმდინარეობას და დასასრულს?
- მოდი, დავიწყოთ იქედან, რომ იდეის გაჟღერებისთანავე ძალიან შეგვეშინდა ყველას. ვთქვით, მაგრამ მახსოვს როგორ გაგვიჭირდა მიმართულებების მოძებნა. საუბარი მარტივია, მთავარი მისი განხორციელებაა. არასოდეს დამავიწყდება პროექტის ფარგლებში განხორციელებული პირველი შეხვედრა ფატმან მასწავლებელთან. გაგვიმართლა, მახსოვს, საუკეთესოდ გავართვით თავი. იმ დღესვე მივხდი,რომ ჩვენ კარგ საქმეს ჩავუდექით სათავეში. საკმაოდ შრომატევად საქმეს შევეჭიდეთ: უპირველესად, საზოგადოებას უნდა გაეცნოთ ჩვენი კოლეგები სხვა რა კურსით. არ იყო მარტივი კითხვების შედგენა,საუბარი,მოსმენა.
ყველა მასწავლებელს თავისებური მიდგომა და მოფერება სჭირდება, უნდა დააფასო და აღიარო ის. აგრძნობინო რომ გიყვარს და საზოგადოებასაც აჩვენო მისი პიროვნული თვისებები.
ვფიქრობ, ერთად ყველაფერი გამოგვივიდა. რადგან ისტორიები, რომლებიც თითოეულმა მათგანმა მათ შესახებ გვიამბო, ჯერ არ მოგვესმინა...
მადლობა თქვენ იმისთვის,რომ არასოდეს გიფიქრიათ პროექტის დატოვება. ჩემთან ერთად გეგმავდით, ადგენდით, შრომობდით.
- და ბოლოს, რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი დაგვრჩა სათქმელი?
- ჩვენი გუნდი ეცადა, არცერთი საკითხი არ დაგვრჩენოდა ყურადღების მიღმა. პროექტი ერთი წელია მიმდინარეობს, ყველა შეხვედრა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, ფინჯან ყავასთან ერთად სულ სხვა ადამიანები ვიჯექით, საკლასო ჟურნლის გარეშე. ისინი გვიყვებოდენ სკოლის მიღმა მათი ცხოვრების შესახებ. ყველა შეხვედრა გვზრდიდა, სხვანაირ ხედვებს გვიყალიბებდა. ახალ-ახალ სიახლეებს ვგეგმავდით. მიხაროდა, რომ თქვენ სწავლობდით, იზრდებოდით, ვითარდებოდით.
მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა თქვენ! მადლობა იმისთვის, რომ ეს შეძელით! მადლობა იმისთვის რომ ჩემი უმცროსი მეგობრები გქვიათ! მადლობა იმ ემოციისათვის, რაც თქვენგან მივიღე. ჩვენ ისევ შევხდებით ერთმანეთს, ახალი იდეებით.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვის აქვს ექსტერნატის გამოცდაზე გასვლის უფლება
ცოდნისა და წიგნიერების დღესასწაული იზრუნელებისთვის - izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს თბილისსა და ბათუმში ჩაატარებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს...
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას