მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N16 საჯარო სკოლას აქტიური სასკოლო საზოგადოება ჰყავს, რომლებიც არაერთ აქტივობაში ერთვებიან.
ავსტრიის საელჩოს და თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკის მიერ ჩატარდა მესამე „ავსტრიული ლიტერატურული შაბათ-კვირა“, რომელსაც წელს ახალციხის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. მასში მონაწილეობის მისაღებად კი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნვერსიტეტმა წელს ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ბარბარე გიგაშვილი და ამავე სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი თამარ ჩიხლაზე-გიგაშვილი შეარჩია.
პრეზენტაციისთვის შეირჩა ებრაული წარმოშობის ავსტრიელი მწერლის - იოზეფ როთის რომანი „რადეცკის მარში“. ღონისძიებას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ავსტრიის ელჩი - თომას მიულმანი და თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - მზია გალდავაძე. მონაწილეებმა, ბარბარე გიგაშვილმა და პედაგოგმა თამარ ჩიხლაძე-გიგაშვილმა სერტიფიკატები დაიმსახურეს, ხოლო სკოლას, ავსტრიული ბიბლიოთეკის მიერ ავსტრიული კუთხისათვის საჩუქრად ლიტერატურა გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ღონისძიების თემა იყო - „ებრაული მემკვიდრეობა ავსტრიულ ლიტერატურაში“, რაც გულისხმობს, რომ შეიძლებოდა შერჩეული ყოფილიყო:
1. ნაწარმოები/წიგნი, რომლის მთავარი თემაა ებრაულ კულტურასთან/ებრაელი ხალხის ისტორიასთან დაკავშირებული რომელიმე საკითხი. წიგნის ავტორი უნდა იყოს ავსტრიელი მწერალი (არ არის აუცილებელი იყოს ებრაული წარმოშობის);
2. ნაწარმოები/ წიგნი, რომელიც ეკუთვნის ებრაული წარმოშობის ავსტრიელ მწერალს. წიგნის თემა შეიძლება იყოს ნებისმიერი;
გამომსვლელისთვის გათვალისწინებული იყო არაუმეტეს 15 წუთისა, რაც გულისხმობდა შემდეგს:
ა) წარმოადგენდა 6-8 წთ-იან პრეზენტაციას შერჩეული წიგნისა და მისი ავტორის შესახებ გერმანულ ენაზე (Power-Point ან სხვ. მისთვის სასურველი ფორმატით);
ბ) წაიკითხავდა ფრაგმენტს აღნიშნული წიგნიდან და უპასუხებდა დასმულ კითხვებს.
ავსტრიის საელჩოს, თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოეწყო გამოფენა: მწერლობა ომის წინააღმდეგ—ინგებორგ ბახმანი, 1926-1973. ასევე ავსტრიის საელჩომ საქართველოში, თბილისის ავსტრიულმა ბიბლიოთეკამ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოაწყო მონაწილეებისთვის იოაჰიმ ჰაუფთის ფილმის ჩვენება: კარლ ჯერასი - ჩემი ცხოვრება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა