სიახლეები
სკოლები

ნახუნაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჭადრაკო ოლიმპიადაში დიდი შემართებით იასპარეზეს
03-06-2024
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჭადრაკის სწავლებას, მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ეუფლებიან საგანს და კონკურსებში თავიანთ შესაძლებლობებსაც წარმატებით წარმოაჩენენ. 

2 ივნისს, II კლაისის მოსწავლეები: მართა ფირცხალავა, გიორგი ცანავა, ელენი ქურდიანი და მაგდა ზარქუა  შპს „სხივის“ სააქტო დარბაზში გამართულ საქართველოს სასკოლო ოლიმპიადაზე, ჭადრაკში - „ნონა გაფრინდაშვილი თასი“, მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეები წარმატებით იასპარეზეს სკოლების I - II კლასის მოსწავლეთა შორის (გუნდური) შეჯიბრში და გადალახეს პირველი ტური 4:0, ხოლო მეორე ტურში შეხვდნენ მარტვილის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს.

საბოლოოდ, საინტერესო და დაძაბულ შეხვედრაში დაშვებული ტაქტიკური სვლებით მოსწავლეებმა დათმეს პირველობა 3,5-0,5 და გამოეთიშნენ რაიონულ ტურს. აღსანიშნავია, რომ გუნდის კაპიტანი დავით პირტახია გახლდათ. 

აღსანიშნავია, რომ ტურნირში გაიმარჯვა ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის გუნდმა.

„ვუსურვებ გამარჯვებულ გუნდს წარმატებებს, ხოლო ჩვენს მოსწავლეებს კი უფრო მეტი შემართებით და შეცდომების გამოსწორებით, მომავალ გამარჯვებებს ვუსურვებთ. წინ უფრო მეტი გამარჯვებები გევლოთ“, -  აღნიშნა ნახუნაოს საჯარო სკოლის დირექტორმა გერასიმე კიკალიშვილმა და მოსწავლეებს წინსვლა უსურვა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება