მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში პირველკლასელებისთვის სასკოლო ცხოვრების პირველი წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაგვირგვინდა.
სკოლაში, 27 მაისს ჩატარდა პირველი კლასის სასკოლო ღონისძიება - „ანბანთქება“, რომელსაც მშობლები, მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე პირველკლასელებმა ისაუბრეს სკოლაში გატარებულ პირველ წელზე, აუდიტორიას საინტერესო როლური თამაშები წარუდგინეს, გამოამჟღავნეს შემოქმედებითი, მხატვრული კითხვის, სიმღერის და ცეკვის უნარ-ჩვევები.
აღსანიშნავია, რომ პატარებმა წარადგინეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები და სცენაზე მხიარულად გააცოცხლეს პერსონაჟები.
პატარებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს და დედაენას. მათ საზეიმოდ დაიფიცეს, რომ ეყვარებათ, დაიცავენ და გაუფრთხილდებიან სამშობლოს და მშობლიურ ენას.
სკოლის დირექტორმა ცისანა რატიამ და კლასის დამრიგებელმა ლალი ფეტელავამ მოსწავლეებს პირველი კლასის დამთავრება მიულოცეს და სწავლაში წარმატება უსურვეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა