მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ანიმაციურ ფესტივალში მონაწილეობდნენ.
„ანიმაციური ფესტივალი“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ნაბაკევის ახალ პარკში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე, სკოლას კენჭისყრით, ფიფქია და შვიდი ჯუჯა შეხვდა, მოსწავლეებმა დაკისრებულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვეს.
როგორც სკოლაში აფასებენ, პატარები ნამდვილ მსახიობებად იქცნენ, აქტივობებმა ბავშვებისთვის საინტერესო და მათი განვითარებისთვის საჭირო ყველა სფერო მოიცვა.
„ეს დღე ნამდვილად დასამახსოვრებელია თითოეული მონაწილისათვის, პედაგოგებისთვის და მათი მშობლებისთვის“, - ასე შეაფასეს სკოლაში ღონისძიება, რომელშიც სასკოლო საზოგადოება დიდი სიამოვნებით მონაწილეობდა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა