მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს.
ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. „ეტალონი“ გუნდის ტიტულისთვის ერთმანეთს ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლების 27 გუნდის 135 მოსწავლე ეჯიბრებოდა, ღონისძიებას კი ტრადიციულად, „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
ბეღლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა 80 ქულით 282 წამში დაიკავა მეორე ადგილი. გუნდის ლიდერი ლიზი ართმელაძე. მისი წევრები: საბა კახაძე, რეზი ართმელაძე, ლუკა შავაძე, ირაკლი ართმელაძე გახლდათ.
„ბედი იმისია, ვინც ძლიერია, ძლიერი კი მარტო მცოდნე კაცია“ - ეს ის დევიზია, რითაც საზრდოობს ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლა.
„ჩვენს სკოლას „ეტალონის“ საუკეთესო გუნდი ჰყავს“, - ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით I, II, III ადგილზე გასული გუნდები 26 მაისს მიიწვიეს „საქართველოს 100 000 ოჯახის ყოველწლიური ბედნიერების პროექტის“ სამოქალაქო პრეზენტაციაზე.
აღნიშნულ დღეს, მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
„ეტალონი“ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მონაწილეებისთვის ცოდნის გაღრმავების, ინტელექტუალური განვითარებისა და საკუთარი თავის პოვნისთვის.
მადლობას ვუხდით პროექტის თითოეულ ორგანიზატორს, ავტორსა და სულისჩამდგმელს. ამ პროექტმა დიდხანს, დიდხანს უნდა იარსებოს, რათა ბევრი ღირსეული მამულიშვილი აღუზარდოს სამშობლოს“ , - აღნიშნავენ სკოლაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა