გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა
03-06-2024
დაკოპირებულია
-
+
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ერთობლივი სასკოლო ღონისძიებით აღინიშნა.
მოსწავლეებმა ამ დღისათვის საზეიმოდ მორთეს სკოლის ეზო, სადაც გამოფინეს ამ დღისადმი მიძღვნილი ნახატები. რუსული ენის მასწავლებელმა - ტატიანა ბალაბანოვამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის დაარსების ისტორიასთან დაკავშირებით.
მან ასევე, საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნავენ სხვადასხვა ქვეყანაში ამ დღეს.
სკოლის მოსწავლეების ზეიმს შეუერთდნენ ამ წლის კურსდამთავრებულები.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კედელზე სპეციალურად განთავსებული პლაკატები მოხატეს, იცეკვეს და იმხიარულეს მასწავლებლებთან ერთად.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.