სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება ჩატარდა 
04-06-2024
-
+


ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამის მაგალითია ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში ტარდება.

ამჯერად, სკოლაში, სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები მოეწყო“, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

ამავე დღეს, სკოლას საბავშვო ბაღიდან საპატიო სტუმრები ეწვივნენ. მათთვისაც ეს დღე ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ამ დღეს სკოლის პედაგოგს - ლალი მილორავასა და მის მოსწავლეს - ალექსი მიქაძეს დაბადების დღე ჰქონდათ. 

ეს დღე მეტად ემოციური გახადა, დღესასწაულად აქცია სასკოლო საზოგადოებისა და სტუმრების მილოცვამ, იუბილარების მიმართ გამოხატულმა პატივისცემამ, სიყვარულმა.

„ყოველი დღე თქვენია ჩვენო პატარებო, ჩვენო  მომავალო თაობავ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება