სიახლეები
სკოლები

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი დაუვიწყარი სანახაობა წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში
04-06-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, შთამბეჭდავ და ორიგინალურ დღესასწაულად იქცა. 

ეს დღე, ერთობლივად იზეიმეს მე-7, მე-7, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, კლასების ხელმძღვანელები გახლავთ: ფ,გიორხელიძე, თ.გრიგოლია, ს.ქობალია.

ბავშვებმა ხალისით, ფერადი ბუშტებით გაფორმებულ სკოლის ეზოში რამდენიმე აქტივობა ჩაატარეს.  

ასევე, სკოლაში გაიმართა საზეიმო შეხვედრა მე- 9 კლასელ ჯაბა ტყეშელაშვილთან, რომელიც სულ ახლახან მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა ძალოსნობაში. მოსწავლეებმა საამაყო თანასკოლელი აავსეს ოვაციებით და მისგან რჩევაც მიიღეს: „არასოდეს დანებდეთ!“. 

ეზოში გამოფენილი იყო მე-7 კლასელების ხელით შესრულებული ნახატები, ნაქარგები, სხვა ორიგინალური ხელნაკეთები, რომლებსაც აჩვენებდნენ ერთმანეთს და ასევე სკოლის ადმინისტრაციას. 

შემდეგ სამივე კლასის მოსწავლეებისაგან, შემთხვევითობის პრინციპით შექმნეს გუნდები, ისე რომ გუნდში სამივე კლასის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ და დაიწყო ღონისძიების ყველაზე სახალისო, ენერგიული და შემეცნებითი ნაწილი.

პედაგოგმა  -ფიქრია გიორხელიძემ კითხვები დასვა მწვანე ბარათიდან, პედაგოგმა სალომე ქობალიამ ყვითელი ბარათიდან, პედაგოგმა თამუნა გრიგოლიამ კი ლურჯი ბარათიდან.

ბავშვთა უფლებების კონვენციის ირგვლივ, მოსწავლეებმა შეასრულეს კიდევ ერთი სახალისო სავარჯიშო - „იპოვეთ რაც შეიძლება მეტი სიტყვა 2 წუთში“. 

აღსანიშნავია, რომ თამაში ყველა გუნდმა ითამაშა ინტერესით და საკმაოდ წარმატებით. მხოლოდ თითო ორ ქულაში იყო განსხვავება. ყველა დავალება კი, უშეცდომოდ დაძლია მეექვსე გუნდმა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ძალიან ლამაზი 1 საათი გაატარეს პარალელი კლასების მოსწავლეებმა ერთად და მათი დღე ასე საზეიმოდ აღნიშნეს. 

აღსანიშნავია, რომ დღის ბოლოს, სკოლის ხელმძღვანელმა - ფაქიზო ფანჩულიძემ და ქალბატონმა დალიმ ბავშვებს ეს დღე მიულოცეს და მათ მადლობა გადაუხადა ერთობლივი აქტივობისათვის

„ვფიქრობთ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს სოციალური უნარების განვითარებას, ამცირებს კონკურენციის განცდას პარალელ კლასებს შორის და აახლოებს თანატოლებს ერთმანეთთან“, - სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ღონისძიება, რომელიც კლასების თანამშრომლობით გაიმართა. 

„პირველი სკოლის ყველა მოსწავლეს, მთელი მსოფლიოს ბავშვებს ვულოცავთ  ბავშვთა დაცვის მსოფლიო საერთაშორისო დღეს! უღრუბლო ცას და თვითრეალიზაციას ვუსურვებთ ყველა ახალგაზრდას“, - ამ სიტყვების ფონზე კი, დასრულდა დღე, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება