სიახლეები
სკოლები

„ჩემპიონები იზრდებიან აქ! ორი თასი, ორივე ჩვენია“ - ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპორტული წარმატება 
04-06-2024
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, ისინი ბაგა ჩაკვეტაძის სახელობის ფეხბურთის ტურნირში წარმატებით მონაწილეობდნენ და ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს.

წარმატებულ გუნდს სიგელები და თასები გადაეცათ.

ტურნირი ტრადიციულია და ყოველი წლის მაისის თვეში იმართება.

აღნიშნული შეჯიბრების გარდა, ისინი, ასევე ტარიელ ჯაფარიძის სახელობის ყოველწლიური ტურნირშიც წარმატებით ჩაერთნენ.

ტურნირი ხონის სასპორტო სკოლაში, გაიმართა. სადაც გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.

ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სპეციალური თასები და სიგელები მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ და სასპორტო სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გადასცეს.

ეს ტურნირი ყოველწლიურად ტარდება.

აღსანიშნავია, ასევე ისიც, რომ საჯარო სკოლების მოსწავლეები უკვე 11 წელია კალათბურთში ერთმანეთს ეჯიბრებიან და ჯაფარიძის სახელობის თასის მოპოვებისთვის იბრძვიან.

ფინალი, ყოველ წელს, 28 მაისს, სიმბოლურად, ტარიელ ჯაფარიძის დაბადების დღეს იმართება.

„ჩემპიონები იზრდებიან აქ“ „ორი თასი, ორივე ჩვენია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება