სიახლეები
სიახლეები

მუსიკის სიყვარულით შთაგონებული წარმატების ისტორია - გაიცანით KIU-ს სტუდენტი ზურა კაჭარავა
03-06-2024
-
+


ზურა კაჭარავა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია. იგი თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო დირიჟორობის კურსდამთავრებული, ეროვნული საგუნდო კონკურსის 3-გზის ოქროს მედალოსანი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაფუძნებული KIU კაპელას ხელმძღვანელი და პროექტის კოორდინატორია.


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ევროპულმა სტანდარტებმა და კამპუსზე დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობამ ზურას მოტივაცია გაუჩინა სწავლა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ უნივერსიტეტში, KIU-ში გაეგრძელებინა. „აკადემიური სწავლების დატვირთული რუტინამ, კამპუსზე ცხოვრების გამრავალფეროვნების სურვილმა და უნივერსიტეტში გაცნობილი ადამიანების სხვადასხვა სფეროში წარმატებამ შთამაგონა მეც ჩემი პატარა წარმატების ისტორია შემექმნა”- ასე ჩაეყარა საფუძველი „KIU კაპელას. 


ამბობს, რომ KIU-ში საკმაოდ დატვირთული სწავლის დაწყების შემდეგ, რაც დრო გადიოდა, მით უფრო ენატრებოდა თავისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი - მუსიკა, სწორედ ამიტომ დაიწყო კაპელას პროექტზე მუშაობა. თავდაპირველად იდეა „პოდკასტის ჩემპიონატზე” გააჟღერა


პოდკასტის ჩემპიონატი KIU-ს მენეჯმენტის სკოლის ყოველსემესტრული ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტ სპიკერებს შესაძლებლობა აქვთ პოდკასტების, ანუ 10 წუთიანი მოხსენებების საშუალებით თავიანთი გამოცდილება, შეხედულებები დამსწრეებს წარუდგინონ და გაუზიარონ, ესაუბრონ  ღირებულებებზე, პირად წარმატებებსა თუ წარუმატებლობებზე. პროექტი ორიენტირებულია კრეატიული იდეების ფორმირების, კვლევის, ახალი ცოდნის შეძენის, საკუთარი აზრის გადმოცემისა და აუდიტორიის დარწმუნების უნარების განმტკიცებაზე. სწორედ პოდკასტის ჩემპიონატზე გადაწყვიტა ზურამ იდეის პრეზენტაცია. კონკურსზე ჟიური და სტუმრები აამღერა და სტუდენტების ინტერესიც მაშინვე გამოიწვია. შემდეგ კი დაინტერესებულ ახალგაზრდებთან ერთად შეარჩია სარეპეტიციო სივრცე, შესასრულებელი ნაწარმოები და დირიჟორობაც გაიხსენა. 


კაპელაში ახლა 35 წევრია. სხვადასხვა გამოცდილების, პროფესიის და ინტერესების ადამიანს კვირაში ორჯერ, რამდენიმე საათით მუსიკის სიყვარული აერთიანებს. კაპელაში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია: „ნახევარმა გუნდმა სიმღერა ყველანაირი გამოცდილების გარეშე დაიწყო. ახლა ეს ადამიანები გაცილებით უკეთ მღერიან. ვაფასებთ დამოკიდებულებასაც, პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს ყველა საქმეს“, ამბობს ზურა.

იმისათვის, რომ კაპელა განვითარებულიყო, რეპეტიციები კი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გამხდარიყო, ზურამ თავის გუნდთან ერთად KIU კაპელას სტუდენტურ პროექტზე დაიწყო მუშაობა. მიზანსწრაფულმა ახალგაზრდამ პროექტის განვითარებისთვის დაფინანსება სტუდენტური პროექტების დაფინანსების პროგრამიდან მიიღო, რომლის ფარგლებშიც, უკვე 20-მდე მეტი პროექტია KIU-ში დაფინანსებული. 


თანამოაზრეებთან ერთად შექმნილი პროექტი KIU-ში უკვე მეორე სემესტრია რაც წარმატებით ხორციელდება. საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა დირიჟორი სტუმრობს უნივერსიტეტს და წევრებისთვის მასტერკლასებს ატარებს.  პირველ წარმატებასაც უკვე მიაღწიეს, „საქართველოს საგუნდო საზოგადოებისმიერ ჩატარებულ ეროვნულ საგუნდო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს და 90 ქულით გადავიდნენ მეორე ტურში, რომელიც სექტემბერში გაიმართება.


„კაპელას რეპეტიცია არ არის მხოლოდ სწავლა და სიმღერა. კაპელას წევრების ჯანსაღი ურთიერთობები კამპუსზე სამაგალითოა. ხშირად მეკითხებიან, რას აკეთებთ ასეთს კაპელაზე, რომ რეპეტიციიდან ყველა ამაღლებული განწყობით და გაღიმებული გამოდიხართო“, ამბობს ზურაიგი აპირებს უნივერისტეტის დამთავრებამდე მიჰყვეს ამ საქმეს და განავითაროს ის. მისთვის მიზანი, რომ კაპელა ყოფილიყო მუსიკის მოყვარული ადამიანების ჯადოსნურ სამყაროში გადასვლის შესაძლებლობა - შესრულებულია. 



კაპელას  მსგავსად, საკუთარი იდეის განხორციელების საშუალებას აძლევს KIU ყველა სტუდენტს და საუნივერსიტეტო ცხოვრებისა და საგანმანათლებლო გარემოს განვითარების მიზნით, სტუდენტური პროექტების დაფინანსების პროგრამას ახორციელებს. KIU-ს დაფინანსებით არაერთი საინტერესო პროექტი და ინიციატივა ხორციელდება. 2020 წლიდან, პროგრამის ფარგლებში, 135000-მდე ლარით 20-მდე სტუდენტური პროექტი დაფინანსდა. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მუსიკალური ოთახი, სპორტული კლუბები, ელექტროინჟინერიის კლუბი, ტარდება ინტელექტუალური ჩემპიონატები, ჰაკათონები, ფესტივალები და სხვა


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება