მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ, რომ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო ინიციატივებით გაამდიდრონ და მათთვის სასწავლო პროცესი მეტად სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გახადონ.
ამჯერად, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა - ეკატერინე ჩიტაურმა III კლასში განახორციელა პროექტი ალგორიმთან დაკავშირებით, სახელწოდებით - „კალათა კვერცხებით“.
მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ ალგორითმი არის წინასწარ შედგენილი თანმიმდევრული პროცესი ან წესების თანმიმდევრობა, რომლის მიხედვითაც, ხშირად, კომპიუტერი ან ნებისმიერი სხვა მოწყობილობა, თუ ობიექტი, ასრულებს დავალებას.
პროექტის ფარგლებში, ალგორითმის უკეთ შესასწავლად და გასააზრებლად, მოსწავლეები თვითონ აღმოჩნდნენ ალგორითმის ის პერსონაჟები, რომელთაც თვითონ უნდა განეხორციელებინათ ზუსტი თანმიმდევრობა, რათა მიეღწიათ დანიშნულების ადგილამდე და კალათში მოეგროვებინათ კვერცხები.
პროექტის საბოლოო შედეგამდე კი მათ კომპიუტერში შეასრულეს უამრავი საინტერესო პროგრამების ალგორითმები, თუმცა საკუთარი მონაწილეობით უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა თითოეული მათგანისათვის. როგორც სკოლაში გვიყვებიან, იყო მცირე შეცდომები, თუმცა შეუძლებელი არაფერი არ არის.
თითოეულ მონაწილეს მასწავლებელმა გადასცა სამახსოვროდ მონაწილეობის სიგელები, რომელიც სტიმულის მიმცემი გახდა მათთვის.
როგორც სკოლაში აფასებენ, პროექტის მიზანი მიღწეულია, რადგან თითოეულმა მოსწავლემ უკეთ გაიგო ალგორითმის ცნება.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს და მასწავლებელს განხორციელებული პროექტისათვის და უსურვებს წარმატებასა და წინსვალას.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
ანი ბესელია წარმოადგენდა გუნდს - „ფსოუს წყალი“