მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში, მორიგი საინტერესო და სახალისო ღონისძიება ჩატარდა.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა სომხური ენის მასწავლებლის - ჰაიკანუშ გადიანის ხელმძღვანელობით, ოსკარ უაილდის ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ მიხედვით სპექტაკლი წარადგინეს (ნაწარმოები სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულია).
მოსწავლეებმა ჯერ შეისწავლეს ზღაპარი, შემდეგ გაინაწილეს როლები და დადგეს სპექტაკლი. მათ აღნიშნულ დღეს, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
მშობლები, მოსწავლეები და სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგ ჰაიკანუშ გადიანს საინტერესო ღონისძიებისთვის.
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს