სიახლეები
სიახლეები

როგორ უნდა მიიღონ მაღალი ქულა ფიზიკის გამოცდაზე აბიტურიენტებმა
04-06-2024
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს სთავაზობს ფიზიკის ჯგუფის მიერ მომზადებულ რჩევებს:

გაითვალისწინეთ, რომ გამოცდაზე მოგეთხოვებათ საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული ფაქტობრივი მასალის ცოდნა; ამ ცოდნაზე დაყრდნობით ბუნებაში მიმდინარე არსებითი პროცესების დახასიათება და ანალიზი; აგრეთვე გრაფიკებიდან, სქემებიდან, ცხრილებიდან და დიაგრამებიდან საჭირო ინფორმაციის მოპოვება და გამოყენება მოცემული ამოცანის გადასაჭრელად.

ფიზიკურ სიდიდეთა შორის ურთიერთდამოკიდებულება გააზრებული უნდა გქონდეთ. სწორედ ეს დაგეხმარებათ მაღალი ქულის მიღებაში.

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები - 2023

ღია დავალებების ამოხსნისას პასუხების ფურცელზე მოკლედ, თუმცა ნათლად უნდა აისახოს ამოცანის ამოხსნის თითოეული ეტაპი, ანუ ამოხსნის  თანმიმდევრული ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც გამსწორებელმა მკაფიოდ უნდა დაინახოს. ღია დავალებებში მხოლოდ პასუხი ფასდება ნული ქულით. აუცილებლად უნდა ჩანდეს ის გზა, რომლითაც მიხვედით შედეგამდე. 

გაითვალისწინეთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი, შავ ფურცლებზე მითითებული ინფორმაცია არ იქნება გათვალისწინებული შეფასების დროს.

აუცილებლად ამოხსენით წინა წლების ტესტების დავალებები, რომლებიც დევს ცენტრის ვებგვერდზე. შეამოწმეთ, რას უპასუხეთ სწორად და რას ვერა. გამოავლინეთ თქვენი ცოდნისა და უნარების ხარვეზები და შეეცადეთ აღმოფხვრათ ისინი.


2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფიზიკის ტესტში იქნება შემდეგი დავალებები:

• დახურული ტიპის - 35 ერთქულიან დავალებათა ბლოკი; 

• შესაბამისობის ტიპის - 2 ხუთქულიანი დავალება;

• ღია ტიპის - 4 მრავალქულიანი დავალება. ამ დავალებათა ჯამური  ქულა 18-ის ტოლი იქნება.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფიზიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63,  საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი -  3 საათი.

აბიტურიენტს კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა

სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლა
 

ღონისძიება საერთო სიხარულის, ტრადიციების, სულიერების და კეთილშობილური ღირებულებების გაზიარებად იქცა

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება