მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთი შთამბეჭდავი დღე შეემატა.
IIბ კლასის მოსწავლეებისთვის სახალისო ექსკურსია მოეწყო. გასვლითი ღონისძიება, პირველ რიგში მოსწავლეთა დაახლოებას და დამეგობრებას ემსახურებოდა, არაფორმალური გარემო, ბუნება და სახალისო აქტივობები კი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა.
„ბავშვობის მეგობარი არის ადამიანი, რომელიც მომსწრეა, როგორ იზრდებოდი და ყალიბდებოდი პიროვნებად, როგორი სილაღით და სიხარულით ქმნიდი ძვირფას მოგონებებს მასთან ერთად. მათ იციან, რომ თუ ნამდვილ ადამიანებად, ერთგულ და უანგარო მეგობრებად არ ჩამოყალიბდებიან, მიღებული ცოდნა ყველანაირ აზრს დაკარგავს“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ IIბ კლასისთვის ექსკურსია, უპირველესად, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.
ბავშვებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, ბევრი იხალისეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ, რაც სკოლაში ახარებთ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა