მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს.
II ზ კლასის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულეს.
მუზეუმში, მათ გააცოცხლეს „დედაენის“ პერსონაჟები. მათ პატივი მიაგეს შინდისის გმირების მემორიალს, წარადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია „საქართველოსთვის, ბიჭებო, სწორდით!“
„საინტერესო დღის გვირგვინი კი უფლისციხეში „დროში მოგზაურობა“ იყო. ეს დღე კიდევ ერთი ფერადი ფურცელია „მომავლის კლასის“ ისტორიაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
კლასის დამრიგებელი ლელა გაჩეჩილაძე გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა