მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის პედაგოგები საინტერესო ინიციატივებითა და აქტივობებით მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრებას მრავალფეროვანსა და დასამახსოვრებელს ხდიან.
ამის ნათელი მაგალითია პედაგოგის ლალი მურადაშვილის ხელმძღვანელობით გამართული ექსკურსია გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, წარმოდგენაზე-„კონკია“.
მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება დასამახსოვრებელი და ძალიანს საინტერესო აღმოჩნდა, ისინი დადებითი ენერგიებით აივსნენ და დღე ხალისიანად გაატარეს.
„ერთად განვლილი ფერადი სასწავლო წელი ჩემო ბარტყებო და კიდევ ერთი წლის ბედნიერი დასასრული.... თეატრალური ხელოვნება ბავშვისთვის ძალიან ახლობელი, გასაგები და საყვარელია, მას ხომ საფუძვლად თამაში უდევს, თამაშის პროცესში კი ბავშვი ყველაზე უკეთესად ახერხებს საკუთარი თავის, საკუთარი გრძნობებისა და ემოციების გამოხატვას ჟესტებით, მიმიკით, მოძრაობით, სიმღერით, სიტყვით. სწორედ თამაშის დროს ახდენს პატარა საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას“, - აღნიშნავს პედაგოგი და იმასაც ამბობს, რომ მისი, როგორც დამრიგებლის მიზანიც სწორედ ზემოთ აღნიშნული გახლდათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ პედაგოგმა მოსწავლეებს დღის რეფლექსიის ბარათები გადასცა, პატარებმა კი საკუთარი შთაბეჭდილებები ნახატებით გადმოსცეს.
დღის დასასრულს კი, პატარებმა ფერადი ატრაქციონებითაც იჯერეს გული.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა