სიახლეები
სკოლები

„რობოტების ბრძოლა“ და მოსწავლეთა შექმნილი მანქანების ჭიდილი - ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები რობოტექნიკას ხალისით სწავლობენ
04-06-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში რობოტების ბრძოლა - SUMO Challenge ჩატარდა.

აღნიშნულ დღეს, XI და XI კლასების მოსწავლეებმა წარადგინეს არჩევითი საგანი - რობოტექნიკის ფარგლებში შექმნილი მანქანა-რობოტები. 

რობოტები მათ საგაკვეთილო პროცესში არდუინოს პროგრამირებადი დაფის, მოწინააღმდეგის აღქმის სენსორის, ძრავების და ელემენტების გამოყენებით ააგეს.

უნიკალური კოდების დახმარებით რობოტები ავტონომიურად ცდილობდნენ ეპოვნათ მეტოქე და შეჭიდებით გაეყვანათ საასპარეზო წრიდან. 

გამოწვევაში მონაწილეობდნენ 4-5 მოსწავლისგან დაკომპლექტებული 10 გუნდი. 

შეჯიბრი ემოციურად წარიმართა და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი Mad Scientists შემდეგი შემადგენლობით: ლიზი უკლება, მარიამ ჯუღელი, ნინი გაბუნია, მარიამ ბუცხრიკიძე.

გუნდს გადაეცა რობოტების ბრძოლის გარდამავალი თასი.

„მათ ვუსურვებთ მათ ამ ტიტულის შენარჩუნებას და მორიგ წარმატებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება