მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მიღწევები საამაყო, დაფასებული და წახალისებულია.
ახლახან, სკოლაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს „მსოფლიოს ვიცე ჩემპიონს“ - მე-9გ კლასის მოსწავლე ჯაბა ტყეშელაშვილს.
აღსანიშნავია, რომ ძალოსანი ჯაბა ტყეშელაშვილი წარმატებული სპორტსმენი და არაერთი ტიტულის მფლობელია, მათ შორის, 102 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონია.
დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ, დამრიგებელმა - სალომე ქობალიამ და მეგობრებმა საზეიმოდ მორთეს სკოლის ეზო, დაუგეს წითელი ხალიჩა და სიმბოლურად მოუსმინეს საქართველოს ჰიმნს.
შეხვედრას ესწრებოდნენ: სასწავლო ნაწილის გამგე დ.სილაგაძე, ისტორიის მასწავლებელი ფ.გიორხელიძე, ქართულ ენა/ლიტერატურის მასწავლებელი თ.გრიგოლია და მე-7 ა, მე-7ბ და მე-7გ კლასების მოსწავლეები.
შეხვედრაზე ჯაბამ ისაუბრა მისი წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ის შეკრებილ საზოგადოებას შეჰპირდა და მომავალშიც არაერთხელ ასახელებს სკოლას.
„მომავალში მსოფლიო ჩემპიონობა აღგვითქვა. დამსწრე მოსწავლეებს კი მოუწოდა - შრომისკენ, რადგან მხოლოდ შრომას შეუძლია მიზნის ასრულება“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით შეეძებათ
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მიღწეული შედეგები“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლა