მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ხელმძღვანელობდა გეოგრაფია და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი როინ დიასამიძე. ღონისძიების სულისჩამდგმელი გახლდათ ამავე სკოლის მე-10ა კლასის მოსწავლე, ლინდა დიასამიძე. ღონისძიების წამყვანები კი: ლანა და მარი დიასამიძეები.
ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი სიამოვნებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ, მათ ეს დღე ხალისით იზეიმეს და ერთმანეთს საუკეთესო სურვილებით მიულოცეს.
„მადლობას ვუხდით ღონისძიების თითოეულ მონაწილეს, ვუსურვებთ ღირსეულ და თავისუფალ ცხოვრებას. მადლობა სკოლის ხელმძღვანელს, ქალბატონ ბულბულ მგელაძეს. ჩვენი სკოლა ყოველთვის იდგა სამშობლოს სადარაჯოზე და ყოველთვის იცავდა და კვლავ დაიცავს თითოეული აღსაზრდელის უფლებებს და საუკეთესო მომავალს ვუსურვებთ თითოეულ მოსწავლეს. მადლობა მშობლებს უდიდესი მხადაჭერისთვის და თანადგომისთვის. უფალი გფარავდეთ და გაძლიერებდეთ თიოეულ თქვენთაგანს“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა სკოლაში ღონისძიება, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ - მინისტრის ბრძანება
ნატო ჯავახია ინგლისური ენის მასწავლებელი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი