მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, სკოლაში სხვადასხვა საბავშვო-გასართობი აქტივობა მოეწყო.
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. ბავშვებმა ასევე ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საჭირო ცოდნა მიიღეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
ეს დღე დასამახსოვრებელი და ძალიან საინტერესო იყო.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია