მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის მიმდინარე სასწავლო წლის ბოლო ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრში, ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობენ.
ღონისძიების შედეგად გამოვლინდება 2024 წლის მცხეთის „ეტალონი გუნდი“. თითოეული გუნდი 5 მოსწავლისგან შედგება. გუნდებს ჰყავთ არჩეული კაპიტანი მოსწავლე, რომელსაც გუნდის ხელმძღვანელობა და გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა აკისრია.
გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება.
ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობენ.
კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ გოჩა ქავთარაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ბაჯაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა შორენა არჯევანიძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...
„საშინაო დავალებას მაქსიმუმ 15 წუთი უნდა სჭირდებოდეს“ - დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ხელოვნურ ინტელექტსა და მომავლის სკოლაზე საუბრობს
გაკვეთილი მოიცავდა პრაქტიკულ სწავლებას
მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს 36 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე, ამ ისტორიული თარიღის მნიშვნელობაზე
აქტივობის ფარგლებში, პედაგოგის - ასმირა ჯანოიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები პოეტებისა და მწერლების შემოქმედებიდან