მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო.
სკოლაში პირველკლასელთა საზეიმო კარნავალი გაიმართა, რომელიც მრავალფეროვან პროგრამას მოიცავდა. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ლამაზი და დაუვიწყარი საღამო აჩუქეს. საზეიმო კარნავალის ორგანიზატორი კლასის დამრიგებელი მარინა ჩხაიძე გახლდათ, მანვე გააფორმა სცენაც. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა მუსიკის მასწავლებელი თინა ღლონტი.
მოსწავლეებმა კი შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.
„ბავშვებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის ასე ლამაზად და საინტერესოდ დასრულებას. წინ კიდევ ბევრი ფერადი დღეები გელით“,- ასე მიმართა ზეიმის დასასრულს კლასის დამრიგებელმა აღსაზრდელებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს...
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას