მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში eTwinning-ის საერთაშორისო პროექტი განხორციელდა.
eTwinning-ის პროექტი სახელწოდებით „მითებისა და ისტორიების ჩურჩული“, შემუშავდა თურქეთში, იალჩინ დელიკანის საშუალო სკოლაში, კაისერიში მასწავლებელ იაგმურ აკბულუთის ხელმძღვანელობით.
აღსანიშნავია, რომ eTwinning-ის პროგრამა წარმოადგენს ევროკომისიის ინიციატივას, რომლის მთავარი მიზანია ევროპის მასშტაბით სკოლების არაფორმალური დაძმობილება. აქვს ხარისხისა და მხარდაჭერის უნიკალური სტრუქტურა.
პროგრამა დარეგისტრირებულ მასწავლებლებს პარტნიორების მოსაძიებლად, სასურველი პროექტების შესარჩევად და მასში მონაწილეობის მისაღებად მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა და სერვისებს სთავაზობს.
ქუთაისის N45 საჯარო სკოლა, რომელიც ყრუ და სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს უწევს პანსიონურ და საგანმანათლებლო მომსახურებას, 2023-24 სასწავლო წელს ოფიციალურად ჩაერთო eTwinning-ის საგანმანათლებლო ქსელში.
მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრში ქართული ენისა და ქართული ჟესტური ენის კათედრის ინიციატივით განხორციელდა საერთაშორისო პარტნიორული პროექტი: „მითებისა და ისტორიის ჩურჩული“(whisper of myth and history), რომელიც თავისი შინაარსით ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემებს უკავშირდებოდა:
როგორც ცნობილია, განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს პრიორიტეტულ თემებს, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის სამოქალაქო ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად. თითოეული მათგანი ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ მოქალაქეობრივი მოვალეობებისა და უფლებების გააზრებას.
პროექტში ჩართულნი იყვნენ ქართველი, თურქი, ბულგარელი, პოლონელი მოსწავლეები და მასწავლებლები.
ქუთაისის N45 საჯარო სკოლიდან მონაწილეობდა VI-IX კლასების 7 მოსწავლე. პროექტის მსვლელობას აქტიურ მხარდაჭერას უწევდა სკოლის ადმინისტრაცია, ჟესტური ენისა და ინგლისური ენის თარჯიმნები.
პროექტის მიზანი იყო პარტნიორ სკოლებთან კულტურული გაცვლითი აქტივობების განხორციელება; მოსწავლეთა კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესება; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კულტურული მრავალფეროვნების დაფასების ხელშეწყობა.
აქტივობები მაქსიმალურად იყო მორგებული სსსმ მოსწავლეთა შესაძლებლობებს. ბავშვები აქტიურად იყენებდნენ ციფრულ ინსტრუმენტებს, რამაც საგრძნობლად გაზარდა მათი ჩართულობა, ინტერესი და მოტივაცია.
განხორციელებული აქტივობები:
ინდივიდუალური აქტივობები:
პროექტში მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, განეხორციელებინათ ინდივიდუალური აქტივობები და გაეზიარებინათ შედეგები უცხოელი პარტნიორებისათვის. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის დახმარებით:
პროექტის გუნდის წევრებს შორის ურთიერთობა მეგობრული და თანამშრომლობითი იყო. ისინი ერთობლივად მუშაობდნენ პროექტის საერთო მიზნების მისაღწევად, იზიარებდნენ პასუხისმგებლობებს. პროექტის ხელმძღვანელმა, იალჩინ დელიკანის საშუალო სკოლის თურქმა მასწავლებელმა იაგმურ აკბულუთმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია გუნდის ახალ წევრებს, გაუზიარა მათ საკუთარი გამოცდილება. მისი მეგობრული და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად ამაღლებდა ახალბედა მასწავლებლების მოტივაციას.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ პროექტის ხელმძღვანელის ინიციატივით, ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეების შესახებ ინფორმაცია გაშუქდა თურქულ მედიაში (ონლაინ ჟურნალი და ასევე გაზეთი Kayseri), რომელშიც წარმოჩენილი იყო მათი წვლილი პროეტის წარმატებაში.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ პროექტმა „მითებისა და ისტორიების ჩურჩული“ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა სსსმ მოსწავლეებს:
პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსები: იხილეთ ბმული
სტატის პროექტის შესახებ თურქულ მედიაში: იხილეთ ბმული 1, ბმული 2
იხილეთ ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს...
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას