მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეები სიღრმისეულ განათლებას იღებენ, ცოდნასა და უნარებს კი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებზე წარმატებით წარმოაჩენენ.
2 ივნისს, საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა (მარი ჭიჭაღუა, მარი ნარუშვილი, ლუკა ფიფია) მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში (დასავლეთ კონფერენცია) გამართულ მოსწავლეთა და მასწავლებელთა რესპუბლიკურ კონფერენციაში - „ოქროს რიცხვი 2024“ ქიმიაში.
კონფერენციის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია და ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ქსელი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
მოსწავლეებმა კონფერენციაზე წარადგინეს თემა - „სოფელ საჩინოს ბუნებრივ წყლის ობიექტებში წყლის სიხისტის განსაზღვრა“.
კონფერენცია მოიცავდა პლენარულ და სტენდურ მოხსენებებს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები ზუგდიდის, ხობის, ბათუმის, აბაშის, მარტვილის, ბაღდათის, ხარაგაულის, ხაშურის, ქუთაისისა და სხვა მუნიციპალიტეტებიდან.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავს აქტივობებში მოსწავლთა მონაწილეობა ხელს უწყობს ზეპირი პრეზენტაციის, თვითდაჯერებულობის, საჯაროდ გამოსვლის, აუდიტორიის ფლობის, მოსმენის, დისკუსიის, არგუმენტირების და სხვა უნარების განვითარებას.
მოსწავლეთა ხელმძღვანელი ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების წამყვანი მასწავლებელი ანნა წულაია გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა