მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, სკოლაში მოსწავლის - ალექსი მიქაძის მიღწევით ხარობენ. ის „ალექსანდრე ასლანიკაშვილის სახელობის საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის“ მიერ გამოცხადებულ მოსწავლეთა კონკურსში - „ჩემი თვალით დანახული სამყარო“ მონაწილეობდა.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, მისმა ნამუშევარმა - „ზეზვა და მზიადან...მომავლის სამყარომდე“, გაიმარჯვა.
სკოლაში საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციისგან წერილიც მიიღეს. მასში ნათქვამია, რომ ასოციაციის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულთა ნაშრომები, სხვადასხვა კარტოგრაფიულ ნაწარმოებთა გამოცემაში განთავსდება. ასევე, გამარჯვებული ნომინაციებიდან გამოსაცემად მზადდება ატლასი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მიმდინარე წლის, 16-21 ივნისს, ბულგარეთის ქალაქ ნესებარში, საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის ეგიდით ჩასატარებელ კონფერენციაში - „კარტოგრაფია და გეოინფორმაციული სისტემები“. აღნიშნული ღონისძიების მონაწილეები ალექსი მიქაძის ნაშრომს გაეცნობიან.
სწორედ ამიტომ, ასოციაციამ სკოლას ზემოთ აღნიშნულ კარტოგრაფიულ ნაწარმოებებში განსათავსებლად მოსწავლის ნამუშევრის გამოყენების ნებართვა ითხოვა.
სკოლაში მოსწავლის მიღწევით ამაყობენ.
„ქუთაისის კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე! გილოცავ ჩემო თვალხატულა ბიჭო ამ გამარჯვებას“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორის მოადგილე მაია ფხაკაძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა