მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი არაერთი აქტივობითაა გაჯერებული.
მათ შორის, სკოლაში საინტერესო პროექტი -„სოციალური მეწარმეობა და გაძლიერებული განვითარებაზე დაფუძნებული უნარები - SEEDS - საქართველოსა და უკრაინაში“ მიმდინარეობს. მისი მიზანია სოციალური მეწარმეობის განვითარება, რათა სისტემურად მოხდეს სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ჩართვისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინაში, სახელმწიფო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინტეგრირებული რეაგირების ჩარჩოში, მწვანე და გაციფრულებული დღის წესრიგის შესაბამისად.
პროექტის პარტნიორები არიან - ლტოლვილთა დანიის საბჭო, არასამთავრობო ორგანიზაცია „ათინათი“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ტალინის უნივერსიტეტი, მარიუპოლის ახალგაზრდული კავშირი.
კარიერულ მეგზურად პროექტში ჩართულნი არიან ივანდიდის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნატო ბენდელიანი და ხელოვნების მასწავლებელი - ია ტერელაძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა