მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სკოლაში თარიღთან დაკავშირებული საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისინი მაღალ დონეზე იყვნენ მომზადებულნი ამ შესანიშნავი და მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის.
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, სპექტაკლი გამართეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის ეზო ფერადი ბუშტებითა და ლენტებით იყო მორთული. საზეიმო განწყობას შესაბამისი მუსიკა კიდევ უფრო ამაღლებდა.
ღონისძიების ორგანიზებაში მთელი სასკოლო საზოგადოება მონაწილეობდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა