მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის ნიჭიერი მოსწავლე მარიამ კონჯარია, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა კონკურსში აქტიურად მონაწილეობს. შედეგად კი, სკოლას დიპლომებით, სიგელებითა და გამარჯვებით უბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ ის „ეტალონის“ პროექტებშიც მონდომებით ერთვება. ამჯერად, მარიამ კონჯარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონკურსში - „აფხაზეთობა 2024“ მონაწილეობდა. მასში მოსწავლე შემდეგი ორი საკონკურსო მიმართულებით ჩაერთო:
1. საკონკურსო მიმართულება - „მხატვრული კითხვა“, სადაც შოთა ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა“ წაიკითხა და 1-ელი ადგილი დაიკავა;
2 .საკონკურსო მიმართულება - „თავისუფალი თემა - „ო აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო“, სადაც მისმა ნამუშევარმა მე-3 ადგილი დაიკავა.
მარიამ კონჯარია კონკურსის თაობაზე ინფორმაციას თავად აზიარებს და ორგანიზატორებს მადლობას უხდის.
„ორგზის გამარჯვებული! დიდი მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს ამ დღისთვის. განსაკუთრებული მადლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელს - ჯემალ გამახარიიას, კონკურსის ორგანიზატორს - ნანა კვარაცხელიას და სრულიად ხელმძღვანელობას. მადლობა უსაზღვრო ბედნიერებისთვის, საჩუქრებისთვის, მასპინძლობისთვის სრულიად ამ დღისთვის. მადლობას ვუხდი ნათია მიქავას მხარდაჭერისთვის“,- წერს მოსწავლე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა