მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეკოკლუბის წევრების და „SOS Plastic“ პროექტის ფარგლებში საორგანიზაციო ჯგუფის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საინტერესო აქტივობა განხორიცელდა.
სკოლაში, მოსწავლეების შეგროვებული პლასტმასის ბოთლებისგან შეიქმნა ულამაზესი საყვავილეები.
„მოსწავლეების განოყიერებულ მიწაში კი ჩავრგეთ ულამაზესი ყვავილები.
„ერთი შეხედვით უსარგებლო ნარჩენებს ახალი სიცოცხლე მივანიჭეთ., მივეცით მაგალითი სხვებს. მალე ამ „სილამაზეებს დაკიდულ ბაღად ვაქცევთ“, რომელიც ძალიან მოუხდება ჩვენი სკოლის ეზოს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტიური ჩართულობისთვის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს მადლობას უხდიან.
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: ხატია რაზმაძე, ნინო დევნოზაშვილი, ნათია კობალაძე.
გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ხელმძღვანელობით 1973 წლიდან ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე. ეს არის გლობალური პლატფორმა გარემოსდაცვითი საზოგადოებისათვის და ამ დღესასწაულს მილიონობით ადამიანი ზეიმობს მსოფლიოში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა