მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის N6 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშნელოვან თემასთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება და აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში, თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობა გაიმართა.
სკოლის მე-8ე კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი რუგია ალიევა გახლავთ, იმიტირებული სასამართლო პროცესი თემაზე „ვასამართლებთ სიგარეტს“ გამართეს.
მოსწავლეებმა მოირგეს მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის და მოწმეების როლები, არგუმენტირებულად იმსჯელეს თამბაქოს მავნე გავლენაზე და მისგან გამოწვეულ რისკებზე.
ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო.
31 მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1987 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 31 მაისი „თამბაქოს გარეშე“ მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა