მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, თუმცა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების შემართება კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა, კარგი განწყობით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
მათ შორის აღსანიშნავი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მოსწავლეები დიდი შემართებით მონაწილეობდნენ.
III - IV კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგების - ლიდა ამირბეკიანის და ანჟელა ხაჩატურიან-მარგარიანის ხელმძღვანელობით მრავალფეროვანი აქტივობები ჩაატარეს, შექმნეს პლაკატები, საქართველოს დროშები მოისხეს და სკოლის ეზოში საინტერესო სანახაობა გამართეს.
მოსწავლეებმა ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის დამოუკიდებლობა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა