მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა დიდი სიყვარულით გააცილეს.
მე-12 კლასელებისთვის სკოლის ბოლო ზარი საზეიმოდ დაირეკა.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია და მეთორმეტე კლასი წელს მხოლოდ სამმა მოსწავლემ დაამთავრა. რაც შეეხება მომავალ პირველკლასელებს, ახალ სასწავლო წელს სკოლის კარებს შვიდი მოწაფე შეაღებს.
საზეიმო ღონისძიებისთვის მზადებაში მთელი სკოლა აქტიურად იყო ჩართული. სცენიდან ბევრი სამადლობელი სიტყვა და მილოცვა გაჟღერდა. მოსწავლეების მომზადებული საინტერესო ნომრები ერთმანეთს ცვლიდა. შესრულდა სიმღერები, სკეტჩები, ქართული და სომხური ეროვნული ცეკვები - „კინტაური“, „აჭარული“, „რაჭული“, „ყაზბეგური“, „ენზელი“, „უზუნდარა“ და ა.შ.
დარბაზში ოვაციები და მხურვალე ტაში ისმოდა.
სკოლაში მე-12 კლასელებს კიდევ ერთხელ ულოცავენ სკოლის დამთავრებას და მათ აქტიურ მხარდამჭერებად რჩებიან.
„ვულოცავთ ყველა მეთორმეტეკლასელს სკოლის დამთავრებას და ნათელ და ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა