მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, რაც მარნეულის N5 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებისთვის განსაკუთრებულად ემოციურია.
1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მე-4ა, მე-4ბ და მე-4გ კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს და მასწავლებლებს, რომლებმაც ცოდნის სამყაროში მეგზურობა გაუწიეს, მადლობა შთამბეჭდავი სანახაობით გადაუხადეს.
კლასის ხელმძღვანელებმა: ფატიმა ასანიძემ, ეკატერინა მეგრელიშვილმა და დარინა დავაძემ თავიანთი პატარებს წარმატებული მომავალი უსურვეს, მათი ახალი პედაგოგები გააცნეს და მადლობა გადაუხადეს აქტიურობისთვის.
„დიდი მადლობა ბავშვებს და პედაგოგებს ლამაზი და ფერადი დღისთვის“, - ასე შეაფასეს და მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებსა და პედაგოგებს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა