მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას აძლევს, რაც ახალგაზრდების მიღწევებზე აისახება.
ახლახან, დაბა ქედის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ტაკიძემ ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან სტიპენდია დაიმსახურა. ეს ყველაფერი კი 17 მაისს „ფრიდონობის“ დღესასწაულზე მოხდა.
17 მაისს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში ტრადიციულად „ფრიდონობა“ აღინიშნა.
ღონისძიებაზე დასახელდა ფრიდონ ხალვაშის სახელობის სტიპენდიატი 4 ახალგაზრდა, რომლებიც ახალგაზრდა შემოქმედთა ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულებად გამოვლინდნენ. ერთ-ერთი გამარჯვებული სწორედ მარიამ ტაკიძეა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან 7 თვის განმავლობაში გადაეცემა სტიპენდია 500 ლარის ოდენობით.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, მარიამს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ კვლავ მრავალ გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა