მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ამის ნათელი მაგალითია სკოლაში ჩატარებული არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა.
„ბედნიერება არის შენს გარშემო არსებული ბუნების სილამაზით ტკბობა და დაფასება....“, - ამ იდეით განმსჭვალულმა სასკოლო საზოგადოებამ კი, ამჯერად, 5 ივნისი, გარემოს დაცვის მსოფლიო დღე იზეიმა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - ანა კაკაჩიამ, თემში მდებარე პატარა მდინარის ხეობაში დაგეგმა და განახორციელა ლაშქრობა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგი გამოირჩევა გარემოსდაცვითი აქტივობების ორგანიზებით სკოლაში, მას განხორციელებული აქვს სხვადასხვა საინტერესო პროექტი. ის გამოირჩევა გუნდურობის და თანამშრომლობითი ატმოსფეროს შექმნის განსაკუთრებული უნარით, მისთვის პრიორიტეტია მოსწავლეებში ამ უნარ-ჩვევების წახალისება და განვითარება, რაც ამ აქტივობაშიც, სასკოლო საზოგადოების უმრავლესობის ჩართულობით გამოიხატა.
პედაგოგი ზრუნავს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე და შესაბამისად ქმნის მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ, საინტერესო სასწავლო პროცესს.
პედაგოგის მიერ განხორციელებულ გარემოსდაცვით პროექტებში, მონაწილეობს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, პედაგოგი თანამშრომლობს თემთანაც, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ლაშქრობაზე ერთხმად აღინიშნა, რომ ამ კუთხით დაგეგმილ აქტივობებს უკვალოდ არ ჩაუვლია. მოლაშქრეებს ხეობა გასუფთავებული, მოწესრიგებული, ნარჩენების გარეშე დახვდათ.
როგორც სკოლაში აფასებენ, მოსწავლეების ცნობიერება და პასუხისმგებლობა იყო მაღალ დონეზე. მათ ხეობა სტუმრობის შემდეგ სამაგალითოდ სუფთა დატოვეს.
იხილეთ ფოტოები:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა