სიახლეები
სიახლეები, ეტალონი, საინტერესო

2024 წლის მცხეთის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
05-06-2024
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრში 2024 წლის „მცხეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა. 

ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. „ეტალონი“ გუნდის ტიტულისთვის ერთმანეთს მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლების 18 გუნდის 90 მოსწავლე ეჯიბრებოდა, ღონისძიებას კი  ტრადიციულად, „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ გოჩა ქავთარაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ბაჯაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა შორენა არჯევანიძემ.

კონკურსში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული 5-5 წევრიანი გუნდები მონაწილეობდნენ. 20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:

2024 წლის „მცხეთის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა ძეგვის სკოლის გუნდმა 90 ქულით.  გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ანდრია ფირანიშვილი, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ მათე ჩოქური VI კლასი, გიორგი ჩოქური VI კლასი, ანდრია ირემაშვილი VI კლასი და ლუკა კვახაძე VII კლასი. 

  

  

მეორე ადგილზეა ასევე 90 ქულით გავიდა ვაზიანის საჯარო სკოლის გუნდი VI კლასელი გიორგი გვირიტიშვილის კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ნუცა ვარსიმაშვილი VII კლასი, ქეთევან კაჭიური VII კლასი, გიორგი კაჭიური VII კლასი და მარიამ ზურაბაშვილი VI კლასი.

მესამე ადგილი კი მოიპოვა ახალდაბის საჯარო სკოლის გუნდმა ასევე 90 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ანა-მარია ბალაშვილი. შემადგენლობაში კი შედიოდნენ: ანანო ბერიანიძე VII კლასი, მარიამ ყაველაშვილი VII კლასი, ნიკა ბალაშვილი VI კლასი და ელენე გარიევი VI კლასი.

აღსანიშნავია, რომ პირველ სამ ადგილზე გასულმა გუნდებმა თანაბარი 90-90 ქულა დააგროვეს, თუმცა გამარჯვებულმა, ძეგვის საჯარო სკოლის გუნდმა ეს ყველაზე მცირე დროში 120 წამში მოახერხა, მეორეადგილოსან ვაზიანის საჯარო სკოლის გუნდს იმავე შედეგისთვის 129 წამი დასჭირდა, ხოლო ახალდაბის საჯარო სკოლის გუნდს - 156 წამი. 

გამარჯვებული გუნდების ყველა მონაწილე მოსწავლე მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრისგან საჩუქრად, 1 წლით ცენტრის საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამებში უფასოდ ჩაერთვებიან. 




ასევე იხილეთ:

მცხეთის „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„აღმზრდელმა 2 წლის ბავშვს უყვირა და წაქცეული ხელით გამოათრია“ - საქმეზე გამოძიება დაწყებულია  

1-წლიანი და 2-წლიანი მაგისტრატურა - დამტკიცდა დარგობრივი მახასიათებელი კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისთვის

„ხელოვნურმა ინტელექტმა არასოდეს უნდა ჩაანაცვლოს ადამიანური ელემენტები“ - 24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღეა

სწორი პასუხი 1 ქულით შეფასდება - NAEC დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

რა ვალდებულებები აქვთ პედაგოგებს - იხილეთ ის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები, რომელიც პროფესიული განათლების მასწავლებლება უნდა დაიცვან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

საზეიმოდ გმოწყობილმა მოსწვალეებმა სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს და 2025 წელი საუკეთესო სურვილებით მიულოცეს 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

დღე ემოციებით სავსე, ხალისიანი და დაუვიწყარი აღმოჩნდა სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის 

მოსწავლეები იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში

საინტერესო

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

სიახლეები
საზოგადოება