სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ბაღი ჯობია თუ სკოლა? - უკვე „დიდი“ მეორეკლასელები პირველკლასელ თანატოლებს სასკოლო ცხოვრების შესახებ უამბობენ
19-08-2024
-
+


მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება და დაახლოებით 50000 პირველკლასელი პირველად შეაბიჯებს ცოდნის ტაძარში. ბუნებრივია, პატარები ღელავენ, პირველ მასწავლებელთან შეხვედრის მოლოდინში ათასი კითხვა უტრიალებთ თავში და ალბათ მათი თანატოლები ყველაზე უკეთ შეძლებენ, გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. მაშ ასე, პირველკლასელებს უკვე „დიდები“ - მეორეკლასელები რჩევებს აძლევენ და იმასაც უყვებიან, რა დახვდებათ სკოლაში.

როგორი იყო სკოლაში გატარებული დრო? როგორ შეეჩვივნენ ახალ გარემოს? რომელი საგანი შეუყვარდათ ყველაზე მეტად? ბაღში ყოფნა ურჩევნიათ თუ სკოლაში? - ამ კითხვებს ყველაზე პატარა რესპოდენტები პასუხობენ. 

ანიტა გომურაშვილისთვის სკოლა თამაშს ჰგავდა და მიუხდევად იმისა, სათამაშოებით არ თამაშობდნენ, თუმცა ამოცანების ამოხსნით ირთობდნენ თავს:

„ძალიან შემიყვარდა სკოლა, მომწონს გაკვეთილები, მასწავლებელი და ჩემი კლასელები... იცით, ახალი მეგობრები მყავს. კლასში ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი ჩემს მეგობრებთან ერთად... საგნებიდან ყველაზე მეტად მომეწონა მათემატიკა და სპორტი... საინტერესო იყო ამოცანები, რომელსაც მასწავლებელი გვაძლევდა, ჩვენ კი პასუხს ვარკვევდით. ყველაზე გასართობი იყო ბუნების დავალება, როდესაც მე და მამამ სკოლის შენობა გამოვჭერით და ჩემი სკოლასავით ცისფრად შევღებეთ. საშინაო დავალებები ნახევრად მიყვარს, მოსაბეზრებელია, მეძინება ხოლმე. მიყვარს ხატვა, დედა მეუბნება, რომ მაგარი ვარ, ხელოვნებაზე პორტრეტები დავხატე. სკოლაც და ბაღიც ორივე ერთნაირად გასართობია, მართალია, სათამაშოებით არ ვთამაშობდით, მაგრამ თამაშს ჰგავდა“. 

აჩი ზაკალაშვილსაც ძალიან შეუყვარდა სკოლა და ამბობს, რომ დრო მხიარულად გაატარა:

„მე მომწონს სკოლაში გარემო, ჩემი კლასელები გავიცანი და ისინიც მომწონს... თავიდან სკოლა ცოტათი მომწონდა, მერე უფრო შემიყვარდა, დრო ძალიან მხიარულად გავატარე და მასწავლებელიც მომწონს. ბაღს სკოლა მირჩევნია, იმიტომ, რომ მეგობარი თარაში მყავს, ჩვენ ერთად ვთამაშობთ“...

მართა ურუშაძეს კი ბაღი მეტად მოსწონდა, რადგან  ერთობოდა, სკოლაში კი, სულ სწავლა უწევს:

„ყველაზე მეტად ხატვის გაკვეთილი მიყვარს, მაგრამ სკოლას ბაღი მირჩევნია, სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, სულ ვხატავდით, კიდევ სასრიალოები იყო და გართობა. ჩემი კლასელები მიყვარს, ჩემი მასწავლებელიც. არ მომწონს, დიდი მოსწავლეები სულ ნაგავს რომ ყრიან ეზოში, ჩვენ არ ვყრით“.

 



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება