სიახლეები
სკოლები

ტყემლანის საჯარო სკოლაში კიბერუსაფრთხოების შესახებ საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
06-06-2024
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, ციფრული უსაფრთხოებისა და ინფორმირებულობის ხელშეწყობის მიზნით, სკოლის საინფორმაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა ნინო ტყემალაძემ კიბერუსაფრთხოების შესახებ საინტერესო ღონისძიება ჩაატარა. ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებს გაეაზრებინათ კიბერჰიგიენის მნიშვნელობა და ესწავლათ საკუთარი თავის დაცვა ციფრულ სფეროში.

აღნიშნული ღონისძიება პრეზენტაციით დაიწყო, სადაც საფუძვლიანად იყო ახსნილი კიბერუსაფრთხოების კონცეფცია. მოსწავლეები კიბერჰიგიენის დაცვის სხვადასხვა ასპექტსა და ინტერნეტ სივრცეში პირადი ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობას გაეცნენ. გარდა ამისა, ხაზგასმით აღინიშნა საკითხის აქტუალობა. ღონისძიებაზე ისაუბრეს, საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში განხორციელებულ კიბერშეტევებზე, რაც პოტენციურ რისკებსა და სიფხიზლის აუცილებლობაზე მიანიშნებს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი კიბერბულინგის საკითხის განხილვა იყო. შესაბამისი ვიდეოების საშუალებით, მოსწავლეებმა გააცნობიერეს კიბერბულინგის საშიშროება და რა ნაბიჯები უნდა გადადგან, რათა უზრუნველყონ მათი ონლაინ ინტერაქციის უსაფრთხოება და პატივისცემა. ასევე, განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა ინტერნეტის უსაფრთხოება, ვებ-გვერდების დათვალიერების და გამოყენების უსაფრთხო პრაქტიკა, ძლიერი პაროლები და საიმედო ელფოსტა.

იმისათვის, რომ ღონისძიებაა ინტერაქტიული და საინტერესო ყოფილიყო, ჩატარდა კიბერვიქტორინა. მოსწავლეები დაიყვნენ სამ გუნდად და სიტუაციურ დავალებებში ჩაერთნენ, უპასუხეს კიბერუსაფრთხოების სცენარებთან დაკავშირებულ კითხვებს.

სკოლაში გვიყვებიან, რომ ამ პრაქტიკულმა მიდგომამ არა მხოლოდ გააძლიერა მათი ცოდნა, არამედ წაახალისა გუნდური მუშაობა და კრიტიკული აზროვნება. ვიქტორინა დასრულდა ღია შეკითხვებზე პასუხებით, რაც საშუალებას აძლევდა მოსწავლეებს გამოეყენებინათ ნასწავლი შემოქმედებითი და ანალიტიკური გზით.

ღონისძიების ფარგლებში მე-6 კლასის მოსწავლეებმა კიბერუსაფრთხოების სხვადასხვა თემაზე საინფორმაციო ბროშურები შექმნეს და სასწავლო გამოცდილება კიდევ უფრო გაამდიდრეს.

„მსგავსი  ღონისძიებები მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა ციფრულ წიგნიერებას, პასუხისმგებლობის გრძნობას, ყურადღების და ინფორმირებულობის მნიშვნელობას ინტერნეტსივრცის უსაფრთხოდ გამოყენებისას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება