მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო, შემეცნებითი და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლის V კლასის მოსწავლეთათვის (კლასის ხელმძღვანელი ქეთევან კობეშავიძე) სამცხე-ჯავახეთში საინტერესო და შთამბეჭდავი ექსკურსია მოეწყო.
ექსკურსიაზე, მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, წარადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „და საქართველოს ციხეებზე მზის შუბოსანი დგას მეციხოვნედ მარადისობა!“ .
ბავშვებმა 26 მაისის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობა. მათ ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ეს დღე ემოციური, დასამახსოვრებელი და ძალიან საინტერესო იყო.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა