მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ, რომ მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება იყოს მრავალფეროვანი, საინტერესო გაკვეთილებით გაჯერებული და მათ ინტერესებს მორგებული.
ამჯერად, მე-5 კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, შემაჯამებელი ღია გაკვეთილი ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად და წარმოჩენას, თუ როგორ იყენებს პედაგოგი დიფერენცირებულ სწავლებას სწავლა-სწავლებისას.
გაკვეთილის თემა ი.გოგებაშვილის - „იავნანამ რა ჰქმნა?!“, გახლდათ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული, მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ გაკვეთილზე გამოყენებული იყო დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტები.
გაკვეთილს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია რამიშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა