მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის პირველკასელებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული სკოლაში გატარებული პირველი სასწავლო წელი, მათთვის დასასრულიც შთამბეჭდავი და დაუვიწყარი აღმოჩნდა.
პატარებმა მიღებული ცოდნა მრავალფეროვანი ღონისძიებით შეაჯამეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება იყო მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს. გამოავლინეს სამსახიობო ოსტატობა, შემოქმედებითი ნიჭი და მცირე ინსცენირებებითაც წარდგნენ მაყურებლის წინაშე.
პირველკლასელებმა მაყურებელთა მოწონება დაიმსახურეს და არაერთხელ დაჯილდოვდნენ მხურვალე აპლოდისმენტებით.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება დეკორაციებით და მხატვრულად გააფორმა პირველი კლასის დამრიგებელმა - ნანა ესებუამ. ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელი კი, თინათინ ლაგვილავა გახლდათ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა