მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები ბავშვებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად საკუთარ უფლებებს ასწავლიან და მოვალეობებს შეახსენებენ.
სწორედ ბავშვთა უფლებების შეხსენებას და მოსწავლეთა ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ემსახურებოდა შორაპნის საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიება
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით სკოლაში მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების საერთო გამოფენა, რომელშიც ჩართული იყო IV-IX კლასის 34 მოსწავლე.
გამოფენა ხელოვნების მასწავლებლის - გულნაზ კვინიკაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
ღონისძიებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, რაც მოწაფეთა შესაძლებლობებზე აისახება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“