მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებმა ნასწავლი პრაქტიკაშიც გამოიყენონ.
ამჯერად, დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან STEM საგნების ფარგლებში, საგაკვეთილო ფორმატის სახით ღონისძიება ჩატარდა. მას პედაგოგი მინაია ისმაილოვა ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისო და საინტერესო იყო. მათ გააზრებული ჰქონდათ, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგნების სწავლების განუყოფელი ნაწილია თეორიის პრაქტიკაში გამოყენება, რაც სრულად იყო გათვალისწინებული.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საკლასო ოთახი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი რესურსით. გაკვეთილი მუსიკის თანხლებით მიმდინარეობდა. იყო ცეკვები, სახალისო ცდები და ექსპერიმენტები. გარდა ამისა, რამდენიმე წუთი მხატვრულ კითხვასაც დაეთმო.
გაკვეთილის დასასრულს, მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ამგვარი აქტივობები წამახალისებელი და საინტერესოა.
სკოლის დირექტორი - ინგა მიქელაძე მადლობას უხდის პედაგოგ მინაია ისმაილოვას, მრავალფეროვანი აქტივობებით სავსე ღონისძიებისთვის და მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში სრულად ჩართვისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა