მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, რაც მოწაფეთა შესაძლებლობებზე აისახება. მოზარდები საკუთარ შემოქმედებას ფართო საზოგადოებასაც აცნობენ, მონაწილეობენ არაერთ კონკურსში და წარმატებასაც აღწევენ.
28 მაისს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსის -„ნახატები ბიბლიურ თემებზე“ 2023 სასწავლო წლის გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება.
კონკურსის მსვლელობისას, შემოქმედ კონკურსანტებს წაეკითხათ ამონარიდი წმინდა წერილიდან - ძველი და ახალი აღთქმიდან, რომლის მიხედვითაც შეასრულეს ნახატები.
კონკურსანტები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს წარმოადგენდნენ.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებიდან გაიმარჯვა მე-4 კლასის მოსწავლე თეკლა ჩარგეიშვილმა, მას ფულადი ჯილდო გადაეცა.
ნინი ქარელიძე, ტასო თორდია, მარიამ მეტრეველი, ელისაბედ ჩხაიძე და ანასტასია ციცქიშვილი კი სამახხოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ.
კონკურსი - „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ მეთხუთმეტე წელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ტარდება. კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“