მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N10 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბებას, როგორც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის, ასევე მშობლებთანაც და მათთვის ყველა იმ შესაძლებლობის გაზიარებას, რაც ახალგაზრდების წარმატებული მომავლის შესაქმნელად იქნება საჭირო.
ამჯერად, სკოლის დირექტორმა ლელა ტაბაროკიშვილმა მე-9 კლასის მშობლებს უმასპინძლა პროფესიულ საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ლობჟანიძე და კოლეჯის - „ორიენტირი“, ხარისხის მართვის ხელმძღვანელი ნონა ფანჯიკიძე.
აღნიშნულ კოლეჯებთან, სკოლას გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები და სტუდენტები დაგეგმავენ საინტერესო აქტივობებს. სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მშობლებს კოლეჯისა და პროფესიული პროგრამების შესახებ.
მშობლებს გააცნეს აღნიშული პროგრამების სპეციფიკა და მახასიათებლები. მომხსენებლებმა მშობლებს აუხსნეს, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც აირჩევდნენ, არის საქართველოს ავტორიზებული პროფესიული სასწავლებელი, რომელმაც დააკმაყოფილა ყველა საავტორიზაციო სტანდარტი და მათ მიერ არჩეული ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს განათლებისა და სწავლების მაღალ ხარისხს.
აღსანიშნავია, რომ სკოლას ასევე ესტუმრა კარიერული მენტორი სალომე სულაბერიძე, რომელმაც მე-11 კლასელებს დასაქმების შესახებ საჭირო რჩევები გაუზიარა. მან ისაუბრა პირადი გამოცდილების შესახებაც და უპასუხა მოსწავლეების კითხვებს. ახალგაზრდებმა გაიგეს, თუ როგორ უნდა შეადგინონ ეფექტური რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დასაქმდნენ სასურველ ადგილზე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა