მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პედაგოგებისთვის უკვე ცნობილია, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება დახარვეზებული პორტფოლიოების ხელახალი განხილვა. მართალია, ჯერ ვადები უცნობია, თუმცა საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე გთავაზობთ „სკოლის დირექტორობის პლატფორმის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და იმ კითხვებზე პასუხს მოიცავს, რომელიც ყველაზე ხშირად უჩნდებათ პედაგოგებს პრაქტიკული საქმიანობის შეფასებასთან დაკავშირებით.
1. კითხვა:
რა პერიოდის მტკიცებულებები
უნდა განვათავსოთ პორტფოლიოში?
პასუხი: პორტფოლიოში უნდა განთავსდეს მოქმედი სტატუსის მოპოვების შემდეგ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
2. კითხვა:
რაზე დაყრდნობით ხდება მასწავლებლის
პრაქტიკული
საქმიანობის
შეფასება?
პასუხი: მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა ფასდება მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრული, მისანიჭებელი სტატუსის შესაბამისი კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებებისშეფასებისა და კომისიასთან ზეპირი გასაუბრების საფუძველზე.
3. კითხვა: განსაზღვრული
არის მტკიცებულებების რაოდენობა, თუ
რამდენსაც
გვინდა
ავტვირთავთ?
პასუხი: მასწავლებლის პორტფოლიოში წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული მიმართულებით საქმიანობის დამადასტურებელი, მინიმუმ, ერთი მტკიცებულება მაინც. შესაძლებელია ერთი და იგივე მტკიცებულება რამდენიმე კომპეტენციის ფლობას ადასტურებდეს.
4. კითხვა: ელექტრონულ
ბაზაში
ატვირთულ
პორტფოლიოს
ცენტრი
ავტომატურად
ნახულობს,
თუ წერილობით უნდა
მივმართოთ?
პასუხი: მასწავლებელი უფლებამოსილია მიმართოს სკოლის დირექტორს პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შუამდგომლობის თაობაზე. სწორედ ეს ხდება მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების საფუძველი.
5. კითხვა: ვარ
უფროსი
მასწავლებელი,
შესაძლებელია
ჩემი პრაქტიკული საქმიანობაც შეფასდეს? წამყვან-მენტორის გამოცდაზე
არ გავსულვარ...
პასუხი: სტატუსის ცვლილების უფლება აქვს:
ა) უფროს/წამყვან მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს წამყვანი/მენტორი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა.
ბ) უფროს მასწავლებელს, რომელმაც უნარების გამოცდაში გადალახა მენტორი მასწავლებლის ზღვარი, შესაფასებლად შეუძლია წარმოადგინოს წამყვანი, ან მენტორი მასწავლებლის პორტფოლიო.
გ) დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, რომელთაც უფროსის სტატუსი მოპოვებული აქვთ მინიმუმ 50%-ზე დადასტურებული საგნობრივი კომპეტენციით ან ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან არის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დოქტორი. მათ შესაფასებლად შეუძლია წარმოადგინოს წამყვანი, ან მენტორი მასწავლებლის პორტფოლიო.
6. კითხვა: თუ
მასწავლებელი
ორ ან სამ
სკოლაში
ასწავლის,
ყველა
სკოლაში
ცალ-ცალკე უნდა
გააკეთოს
პორტფოლიო?
პასუხი:მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ სკოლაში, პორტფოლიოს შეფასების მიზნით, აწარმოებს მასწავლებლის პორტფოლიოს, რომელშიც შესაძლებლობა აქვს, წარმოადგინოს იმ სკოლებში განხორციელებული აქტივობები, რომელშიც ასწავლის ან არსებული სტატუსის მოპოვების შემდეგ ასწავლიდა.
7. კითხვა: თუ მასწავლებელი ერთზე მეტ სკოლაში ასწავლის, ყველა დირექტორის მიერ უნდა იყოს შუამდგომლობა წარდგენაზე, თუ არა?
პასუხი: იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი
დასაქმებულია ერთზე მეტ სკოლაში წინადადებას წარადგენს თითოეული სკოლის დირექტორი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები განათლებაში - რესურსცენტრების ხელმძღვანელებისა და სკოლის დირექტორების კონკურსი, ცვლილება ეროვნულების პროგრამაში...
სანტა კლაუსი გამოცხადდეს უცხოეთის აგენტად - რუსეთსა და ბელარუსში იკრძალება სანტა კლაუსი და საშობაო, ინლისურენოვანი სიმღერები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა სიამაყით გვაცნობს მეთორმეტეკლასელებს, რომლებსაც წლის ბოლოს, ცხოვრების ახალ ასპარესზე დაულოცავენ გზას
ძველ ბერძნულ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა იმპერიის სიდიადე წარმოაჩინეს, სასკოლო საზოგადოებას მისი კულტურა და ისტორია გააცნეს
მოსწავლეების შემოქმედებითი უნარებითა და საშემსრულებლო ოსტატობით აუდიტორია სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა და მათ მხურვალე ტაში დაუკრა
სანტასთვის სურვილების სიის შედგენა და შემდეგ წერილის მიწერა საახალწლო პერიოდის განუყოფელი ნაწილია