მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მე-4 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიებები გრძელდება.
დღეს, IVბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან მოსულიშვილი) გიმნაზიის მცირე საკონცერტო დარბაზში წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციები.
მოსწავლეები კიდევ ერთხელ მოეფერნენ ადამიანის მთავარ ღირებულებებს ცხოვრებაში რწმენას, სამშობლოს, „დედაენას“...
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ კლასში სწავლობენ ფერეიდნელი მოსწავლეებიც, რომლებიც ქართულ ენაზე შესანიშნავად მეტყველებენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გიმნაზიის დირექცია, მოსწავლეთა მშობლები, ასევე, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი „ეტალონისა“ და izrune.ge-ს პროექტების ავტორი, მოსწავლის აღზრდა-განათლების საკითხებში ოჯახების ეფექტური ჩართულობის კვლევის და ხელშეწყობის სამეცნიერო-შემოქმედებითი გუნდის ხელმძღვანელი გოჩა ტყეშელაშვილი.
ბატონმა გოჩამ მოსწავლეებს მიულოცა დაწყებითი კლასების დასრულება და მისცა რჩევები.
ღონისძიების ბოლოს გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერმა - მაყვალა ანთაძემ მოსწავლეებს გადასცა სასკოლო ალბომები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან