მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსთავის N20 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლა-განათლებას არასდროს წყვეტენ და პროფესიულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, მონაწილეობენ სხვადასხვა ტრენინგსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში აზიარებენ ცოდნას და იზიარებენ კოლეგების საუკეთესო გამოცდილებას.
1 ივნისს, PTAGE-საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია თემაზე - „თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები ფიზიკის სწავლებისას“.
ღონისძიების გენერალური სპონსორი იყო წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი (SANGU). პარტნიორები და მხარდამჭერები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, STEM ინოვატორთა ასოციაცია, გამომცემლობები: “დიოგენე“, „საქართველოს მაცნე“, „ინტელექტი“.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ რუსთავის N20 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელები - ნელი ღოლიჯაშვილი და ალინა შალამბერიძე. ნელი ღოლიჯაშვილმა ფიზიკის მასწავლებლებისთვის ჩაატარა ვორკშოპი, რომლის თემა იყო: „plickers-ის გამოყენება ფიზიკის გაკვეთილებზე“.
მან მსმენელს გაუზიარა საკუთარი პედაგოგიური გამოცდილება გაკვეთილზე ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით.
ნელი ღოლიჯაშვილი კონფერენციის ორგანიზატორების მიერ დასახელდა საუკეთესო ვორკშოპის წამყვანად. ორგანიზატორებმა პედაგოგებს გადასცეს საჩუქრები და სერტიფიკატები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ამინდი არ გაუმჯობესდა, სწავლა არ აღდგება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები წიგნებიდან, ისაუბრეს საყვარელი გმირების შესახებ, თანატოლებს გაუზიარეს შთაბეჭდილებები
„როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე სამრეწველო ნარჩენები უზამაზარ მასშტაბებს აღწევს. ნაგავსაყრელები იკავებს მიწის საკმაოდ დიდ ფართობს, აბინძურებს ნიადაგს, ატმოსფეროსა თუ წყლის რესურსებს“